დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 625 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000240.02(0).000.000180 |
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №625 1991 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი გარეული ცხოველების დაცვის გაუმჯობესებისა და იმ პირთა მატერიალური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, რომელნიც ზიანს მიაყენებენ ფაუნას, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1991 წლის 1 აგვისტოდან იმ გადასახდევინებელი ზარალის ოდენობის გამოანგარიშების თანდართული ნიხრი, რაც მოქალაქეების მოქმედებით მოუვიდა სახელწმიფო სამონადირეო ფონდს ძვირფასი სახეობის გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 17 დეკემბრის №814 დადგენილების № 1 დანართი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
ნიხრი იმ გადასახდევინებელი ზარალის ოდენობის გამოსაანგარიშებლად, რომელიც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ან დროებით მობინადრე გარეული ცხოველების (მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველების) უკანონო მოპოვებისათვის
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები