დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.02(0).000.000188 |
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება № 636 1991 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
|
საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარება-განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება და დაკმაყოფილდეს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ თხოვნა თბილისში მისი წარმომადგენლობის დაარსების შესახებ. 2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები