„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016944
168/04
09/07/2025
ვებგვერდი, 09/07/2025
220090000.18.011.016944
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №168/04

2025 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/02/2020; ს/კ: 220090000.18.011.016433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარით, თუ პუნქტის/ფილიალის მიერ დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ (შემდგომში – რეგისტრაციისა და რეგულირების წესი) განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები:

ა.ა) მე-3, მე-4 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობები;

ა.ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ა.გ) მე-8 მუხლით განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ა.დ) რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის:

დ.ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების მიმართ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:“;

დ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის  ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;“;

დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანქციები.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა