დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის №53–№20/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.22.034.017587 |
|
„ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის №53–№20/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის №53–№20/ნ ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 020080000.22.034.017582) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა (დანართი №4).“.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს; ბ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან/ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პრევენცია, ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრულ, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.“; გ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა განისაზღვრება ამ ბრძანების №4 დანართით.“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადგენის წესი“; დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ნარკოტესტერის მეშვეობით გამოვლინდა, პოლიციელი კლინიკური და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის მიზნით მძღოლს წარადგენს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.“; დ.გ.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიიჩნევა, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით ერთობლივად.“; დ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა განისაზღვრება ამ ბრძანების №4 დანართით.“; ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (ან დროებითი მართვის მოწმობა) ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.“; ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. გამოსაკვლევი პირის უფლებები გამოსაკვლევად წარმოდგენილ პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში, ამ ბრძანებით განსაზღვრულ (დანართი №4) შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა.“; ზ) მე-7 მუხლის: ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი“; ზ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში/ბიუროში კლინიკურ ან/და ლაბორატორიულ (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის/ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირი (ექსპერტი).“; თ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული, ხელმოწერილი სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. გამოკვლევის ბარათი უნდა იყოს დანომრილი, ექსპერტის მიერ ხელმოწერილი და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. სარეგისტრაციო ჟურნალის და გამოკვლევის ბარათის ნომერი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.“; ი) მე-9 მუხლის: ი.ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი) გამოკვლევა ტარდება გამოსაკვლევი პირისგან აღებული ბიოლოგიური მასალის (ნერწყვის ან/და შარდის) ნიმუშით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით ბიოლოგიური მასალის იმუნოქიმიური სტრიპტესტებით (სწრაფი ტესტირება) შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, ქრომატოგრაფიული მეთოდით ლაბორატორიულ გადამოწმებას. ქრომატოგრაფიული მეთოდით გამოკვლევა არის ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც ნივთიერებათა ნარევების ცალკეულ კომპონენტებად დაშლის გზით იძლევა მათი იდენტიფიკაციისა და რაოდენობრივი ანალიზის საშუალებას. ქრომატოგრაფიული გამოკვლევა დამაზუსტებელი (კონფირმაციული) ხასიათის არის. 3. სიყალბის პრევენციის მიზნით გამოსაკვლევი პირისაგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების პროცესზე სამინისტროს/ბიუროს თანამშრომლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი ან ვიზუალური მეთვალყურეობა. გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით, ბიოლოგიური მასალის აღებას ასევე შესაძლებელია დაესწროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და სათანადო წესების დაცვით ინახება 30 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკვლევი პირის, წარმომდგენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ექსპერტის, მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით დამსწრე პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარმოდგენის დრო.“; ი.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად ხდება ბიოლოგიური მასალის (ნერწყვისა და შარდის) აღება და კვლევა ტარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“. კ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს: გამოსაკვლევი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო; პირის დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო (პირის დაკავების შემთხვევაში); ინფორმაცია, იღებს თუ არა გამოსაკვლევი პირი ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ან/და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, აგრეთვე რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა მეთოდით; გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, აგრეთვე ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი.“. 4. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №4 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №4 ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა მუხლი 1 ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები