დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016510 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016292 ) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში ა) შეიმუშავებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე მიმართულ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების პროქტებს; ბ) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისკენ, ასევე სოციალური სფეროს განვითარებისაკენ მიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩართვის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს; გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ექსპერტიზას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით; დ) ამზადებს წინადადებებს საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესახებ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფის მიზნით; ე) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის პროცესში „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით ასრულებს სხვა ქმედებებს; ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები