„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016211
14
09/07/2025
ვებგვერდი, 09/07/2025
010240030.22.037.016211
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
 
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის

ბრძანება №14

2025 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №3 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 010240030.22.037.016199) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის სამსახურის დებულების:
1. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. უფლებამონაცვლეობა

სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს სამსახურის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი