დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 210, 28/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.10.003.001.155 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილების (სსმ III, 2008 წელი, №41, მუხლი 477) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის (სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პრინციპები, წესი და პირობები) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. პროგრამის ბენეფიციარები არიან:
ა) სოფლად პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ექიმები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ახლად რეაბილიტირებულ/აღჭურვილ სოფლის ამბულატორიებში;
ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სოფლად პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ექიმები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები