დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000250.02(0).000.000185 |
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №633
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს მარნეულის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 6 იანვრის №142 განკარგულება და გამოიყოს კაპანახჩის მებოსტნეობის მეურნეობის მიწებიდან 0,5 ჰექტარი საძოვარი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის სამუშაო ეზოს (საწყობები, ადმინისტრაციული შენობები და სხვა საჭირო ტექნოლოგიური ხაზები) მოსაწყობად.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბანს:
- აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 0,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად;
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები