„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016561
12
07/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
010250020.35.128.016561
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 7 ივლისი

დაბა ხარაგაული       

 

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4   პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/02/2023, სარეგისტრაციო  კოდი: 0102500.20.35.128.016492) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.

მუხლი 2. მატერიალური დახმარება მოქალაქის ოპერაციის, სამედიცინო მომსახურების, კვლევისა და მედიკამენტის დაფინანსებისას

1. მოქალაქეს სტაციონარული ან ამბულატორიული მკურნალობისათვის დახმარება გაეწევა იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, არაუმეტეს 1000 ლარისა;

1.1. მოქალაქეს, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების – ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება, სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაცია, სამედიცინო კვლევა, მედიკამენტების შეძენა) დახმარება გაეწევა არაუმეტეს 2000 ლარისა;

2. სამედიცინო გამოკვლევებისთვის – არაუმეტეს 500 ლარისა;

3. მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად – არაუმეტეს 150 ლარისა შემდეგი დაავადებებისას:

ა) ეპილეფსია;

ბ) პარკინსონი;

გ) ბრონქიალური ასთმა;

დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია;

ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს.

4. იშვიათი დაავადების მქონე 1 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიკური საკვებით უზრუნველყოფა წლის განმავლობაში  არაუმეტეს 3000 ლარისა.

5. ამ მუხლის პირველი, მეორე და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (პირველი პუნქტის შემთხვევაში);

ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (საჭიროების შემთხვევაში).

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;

ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

9. გამონაკლის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის (გამონაკლისის დაშვების შესახებ) საფუძველზე, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა სიცოცხლისათვის ან მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დამატებით წარმოდგენილია სხვა დამამძიმებელი გარემოებები, დახმარების ოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც მასალები განსახილველად გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ. დახმარების განმეორებით ან დაწესებული ლიმიტის არეალის ზემოთ გაცემის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გასცეს დაწესებული დახმარების არაუმეტეს ორმაგი ოდენობა.

მუხლი 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პირს, ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტის/ნაწილების შესაძენად - წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარისა;

ბ) შშმ 18 წლამდე ასაკის პირს მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებით – არაუმეტეს 1400 ლარისა;

გ) შშმ პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები – თვეში 70 ლარის ოდენობით;

დ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვს, დიაგნოსტიკის და თერაპიის მიზნით  არაუმეტეს 2000 ლარისა.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში;

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც შშმ 18 წლამდე ასაკის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია ან მოქალაქის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დამატებით წარმოდგენილია სხვა დამამძიმებელი გარემოებები, მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, გასცეს დაწესებული დახმარების არაუმეტეს ორმაგი ოდენობა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა.

5. ამ  მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 4. ხანდაზმულთა დახმარება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებს საიუბილეოდ გაეწევათ დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ბენეფიაციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. ამ  მუხლით  გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5. გარდაცვლილი დევნილის, ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების ვეტერანის დაკრძალვის ხარჯები

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის, ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების ვეტერანის დაკრძალვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი ან იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 6. სოციალურად დაუცველი ან უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯები

1. სოციალურად   დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ  65001 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილის ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის გაეწევა დახმარება 250 ლარის ოდენობით.

2. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისთვის გაიწევა დახმარება 300 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. დახმარების მისაღებად ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავმა/ მეზობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;

დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

5. ამ  მუხლით  გათვალისწინებული  დახმარება  გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 7. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება

1. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების  სეანსებით მოსარგებლე  ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.

2. ლეიკემიით დაავადებულებს დახმარება გაეწევათ წელიწადში 600 ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. დახმარება გაეწევათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი, დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ – თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 9. მარტოხელა მშობლების დახმარება

1. დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, ყოველთვიურად – 70 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) შვილის/შვილების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 10. ერთჯერადი ფინანსური დახმარება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან მატერიალურ ხელმოკლეობას. დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4.ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.

5. ამ  მუხლით  გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.

მუხლი 11. მარჩენალდაკარგულ და რეინტეგრირებულ პირთა დახმარება

1. მარჩენალდაკარგულ და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ პირთა დახმარება გაიცემა:

ა) მარჩენალდაკარგულ 21 წლამდე ასაკის პირზე, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;

ბ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ 21 წლამდე ასაკის პირზე. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირის/პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი (პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) ცნობა შესაბამისი სტრუქტურიდან რეინტეგრირების შესახებ (პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 12. ყოველთვიური ფინანსური დახმარება

1. ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევათ:

ა) უსინათლოთა კავშირში რეგისტრირებულ უსინათლოებს;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ დევნილებს.

2. დახმარება განისაზღვრება თვეში 70 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიცარების დახმარება გაიწევა უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის მიერ ყოველთვიურად მოწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიარმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 13. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა იმ ოჯახებს, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება წელიწადში 2000 ლარის ოდენობით;

ბ) 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს, 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 14. სადღესასწაულო დღეების დახმარება

1. ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიწევა ფინანსური დახმარება:

ა) ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

ბ)1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებისათვის – 300 ლარის ოდენობით;

გ) დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

დ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებისათვის – 200 ლარის ოდენობით.

2. საკვები პროდუქტის შეძენა ან/და ფინანსური დახმარება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა პირადი განცხადების ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის შერჩევას ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს  შუამდგომლობას ასეთი პირისათვის საკვები პროდუქტით შეძენის ან/და ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. ფინანსური დახმარების გაწევის შუამდგომლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის (მერის წარმომადგენელი, ბენეფიციარი, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი) მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 15. ახალშობილთა ოჯახების დახმარება

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების დახმარება განისაზღვრება პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარით, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით.

2. ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 16. ბინის ქირით უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აუნაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს;

გ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს მომეტებული საფრთხის ქვეშ და ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილიდან გაყვანას.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ან მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა (ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ი) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის საფუძველზე.

მუხლი 17. სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება მინიჭებული კატეგორიების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი კატეგორია – 1250-დან 1500 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე კატეგორია – 550-დან 1200 ლარის ოდენობით;

გ) მესამე კატეგორია – 200-დან 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.

მუხლი 18. გადაუდებელი რეაგირება

1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

2. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე).

3. დახმარება გაიწევა განცხადების ან სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. განცხადების ან სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ოჯახში ვიზიტს ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ოჯახს გაეწევა შესაბამისი დახმარება.

მუხლი 19. ვეტერანთა დახმარება

1. დახმარების მიმღებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც ესაჭიროება დახმარება. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარისა.

2. დახმარებისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში.

3. დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.

მუხლი 20. არასრულწლოვანთა დახმარება

1.დახმარება ითვალისწინებს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობას, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციას, ასევე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას და გაძლიერებას, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბავშვების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, მშობლების ცნობიერების ამაღლებას „პოზიტიური მშობლობის“ ფარგლებში.

2. დახმარების მიღება გახორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე და გასაცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვრება არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

3. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საჭიროებიდან გამომდინარე).

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 21. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით დახმარება

1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და უმწეო ოჯახები.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სათბობი მასალით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 22. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა

1. ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფასა და სოციალური სამრეცხაოს სერვისით სარგებლობას ექვემდებარებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, სოციალურად დაუცველი მოხუცები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოჯახების ცხელი სადილით უზრუნველყოფა ხდება კვირაში ექვსი დღე, ერთჯერადი კვებით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე (სადღესასწაულო დღეების ჩათვლით), ხოლო მუნიციპალიტეტის ოთხ ტერიტორიულ ერთეულში (ბაზალეთი,საღანძილე, ლაშე, ფარცხნალი), გამზადებული ცხელი საკვების მიწოდება კვირაში ორი დღე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სერვისის გარდა უკიდურესად გაჭირვებულ მოწყვლად ჯგუფებს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომართვიანობისა და მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.

4. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე და მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის“ შესაბამისად.

მუხლი 23

მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში მერიაში  დამატებით  უნდა წარმოადგინოს განცხადება  ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

მუხლი 24. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე   შემოსული განცხადების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.

2. სამსახური უზრუნველყოფს ადმინიტრაციულ დაპირებაში მითითებული ვადების დაცვას თანხის ჩარიცხვაზე.

3. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირებას ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

მუხლი 25. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილება

კომისია უფლებამოსილია:

1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

2. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილია მიიღოს  გადაწყვეტილება:

ა) სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით;

ბ) გამონაკლისის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის დახმარების განმეორებით გაცემაზე, თუ მათ პირველ ჯერზე გაცემული თანხა უკვე მიზნობრივად აქვთ გამოყენებული და არსებობს შესაბამისი დასკვნა;

გ) უშუალოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა შემთხვევაში, დადგენილი თანხის ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე;

დ) ერთი და იმავე კატეგორიის ბენეფიციარის შემთხვევაში უპირატესად განიხილოს ის განცხადება, რომელშიც დამატებით წარმოდგენილია დამამძიმებელი გარემოებები მოქალაქის ჯანმრთელობისა და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

3. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი.

მუხლი 26. კომისიის სხდომა

1. კომისიის სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს  კომისიის  თავმჯდომარე  თვეში  ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – თვეში რამდენჯერმე.

2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 27. კომისიის სხდომის ოქმი

1. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, წამოყენებული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და წევრები.