დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი გაცვლის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოსთვის შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025967 |
|
„სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი გაცვლის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოსთვის შეწყვეტის თაობაზე
|
1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსთვის შეწყდეს „სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი გაცვლის შესახებ“ 1992 წლის 26 ივნისის შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოსთვის შეწყვეტის თაობაზე; ბ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურად აცნობოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ კომიტეტს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოსთვის შეწყვეტის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები