კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის მცხეთის რაიონიდან გამოყოფილი მიწების ყოფილ მიწათმოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ

კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის მცხეთის რაიონიდან გამოყოფილი მიწების ყოფილ მიწათმოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/07/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000174
578
22/07/1991
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
000000250.02(0).000.000174
კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის მცხეთის რაიონიდან გამოყოფილი მიწების ყოფილ მიწათმოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

 

დადგენილება №578

 

1991 წლის 22 ივლისი

 

ქ. თბილისი

კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის მცხეთის რაიონიდან გამოყოფილი მიწების ყოფილ მიწათმოსარგებლეთათვის დაბრუნების შესახებ

კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობის შეწყვეტის გამო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და  კვების მრეწველობის სამინისტროს, მცხეთის რაიონის პრეფექტურის წინადადებანი და მცხეთის რაიონის სახელმწიფო მეურნეობებისა და  სხვა ორგანიზაციების მიწებიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოსათვის კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობის მიზნით მცხეთის რაიონის მიწებიდან გამოყოფილი 97,21 ჰექტარი ფართობიდან 89,01 ჰექტარი დაუბრუნდეს ყოფილ მოსარგებლეებს, თანახმად დანართისა.

2. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველომ დაბრუნებულ მიწებს. რომელიც დაზიანებულია მშენებლობისას, ჩაუტაროს რეკულტივაცია, ხოლო სატყეო მეურნეობის მიწებზე ჩაატაროს ტყის აღდგენის სამუშაოები, ამასთან, აუნაზღაუროს მეურნეობებს მიყენებული ზარალი არსებული წესის შესაბამისად.

3. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარმა სამმართველომ და შესაბამისმა მეურნეობებმა დაუბრუნონ ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ის თანხა, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველომ წინასწარ გადაურიცხა მათ გამოყოფილის ნაცვლად ახალი მიწების ასათვისებლად, აგრეთვე ამ მიწებზე არსებული ნარგავების საფასურად, რომელი ფართობებიც არ ყოფილა გამოყენებული მშენებლობისათვის და პირვანდელ მდგომარეობაში უბრუნდება ყოფილ მიწათმოსარგებლეებს.

4. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 14 მარტის №112 დადგენილების მე-16 და 1986 წლის 29 აგვისტოს №582 დადგენილების მე-13 პუნქტები მთლიანად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986 წლის 4 აგვისტოს  532 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოსათვის ნიჩბისის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობიდან 6,8 ჰექტარი საძოვრის გამოყოფას, ამ დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ს/ყ 123/37 -დან გამოყოფილი 8,2 ჰექტარი ფართობი კვლავ დარჩეს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სარგებლობაში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სადგურ ქსნის ეზოსა და სარელსო ხაზის მშენებლობა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი  გ. ბერიძე

 დანართი

სია

იმ მიწათმოსარგებლეებისა, რომელთაც უბრუნდებათ მიწები ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს კავკასიონის საუღელტეხილო რკინიგზის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოყოფილი ფართობებიდან

 

მიწათმოსარგებლის დასახელება

ფართობი

სულ (ჰექტარი)

სახნავი

ბაღი

ვაზის სადედე

საძოვარი

ქარსაფარი

ტყე

მდინარის კალაპოტი

გზები და არხები

ნიჩბისის მეთესლეობის მეურნეობა

11,3

-

-

-

13,3

-

-

-

-

ძალისის მეთესლეობის მეურნეობა

1,18

1,11

-

-

-

0,03

-

-

0,04

მუხრანის მებოსტნეობის მეურნეობა

15,94

13,85

1,00

-

0,24

0,15

-

-

0,70

წილკნის ექსპერიმენტული მეურნეობა

40,25

40,25

-

-

-

-

-

-

-

მცხეთის სახელმწიფო სანერგე მეურნეობა

4,46

1,21

-

0,7

2,40

0,10

-

-

0,05

მცხეთის სატყეო მეურნეობის წილკნის სატყეო მეურნეობა

2,47

-

-

-

-

0,42

2,05

-

-

№ 28 საგზაო-საექსპლუატაციო უბანი სახელმწიფო ფონდის მიწები (მდინარის კალაპოტი)

7,20

-

-

-

-

-

-

7,20

-

გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობა

6,00

-

-

-

3,00

-

-

3,00

-

სულ

89,01

56,4

1,21

0,7

16,94

0,70

2,05

10,20

0,79

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე