„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 930-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.102809
930-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
010120000.05.001.102809
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) დაემატოს შემდეგი შინაარსის 533 მუხლი:

„მუხლი 533. უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.

2. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს მისი გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.

4. უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს, მისცეს მას იმ დოკუმენტების დათვალიერების შესაძლებლობა, რომლებითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერი საფუძვლის არსებობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N930-IIIრს-XIმპ