„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 935-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.102788
935-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
360060000.05.001.102788
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისთვის და იგი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შეიძლება შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).“.

2. 24-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს სააგენტო.“.

3. 263 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იგი პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისთვის, ურთიერთობა აქვს კონვენციის სხვა მხარეებსა და კონვენციის სამდივნოსთან და საქართველოს სახელით უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული დოკუმენტების გაცემას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიას (ამ თავში შემდგომ − ლიცენზია) და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას (ამ თავში შემდგომ − ნებართვა) გასცემს სააგენტო.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. 264 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.“.

5. 265 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.“.

6. 266 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის გამცემია სააგენტო.“.

7. 267 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.“.

8. 2611 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;“;

ა.ბ) „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;“;

ა.გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“;

დ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.“;

ე) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“.

9. 2615 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სააგენტო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ საქმე ეხება შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.“.

10. 2616 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.“.

11. 2619 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვა ახალი ნებართვით ჩანაცვლდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის სააგენტოსთვის ჩაბარების შემდეგ.“.

12. 2621 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.“.

მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

3. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N935-IIIრს-XIმპ