“სატრანსპორტო საშულებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 910
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.008.970
  • Word
910
24/07/2006
სსმ, 103, 04/08/2006
310.010.010.22.034.008.970
“სატრანსპორტო საშულებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.008.970

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №910

2006 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარისის მე-2 და მე-3 პუნქტები:

,,2. თუ ობიექტური მიზეზის გამო მესაკუთრე (მფლობელი) ვერ უზრუნველყოფს სარეგისტრაციო სამსახურში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოდგენას, დათვალიერების აქტის შედგენა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება დაე-ვალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სახაზო დანაყოფების ეკიპაჟებს.

3. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები ვალდებულები არიან დადგენილი წესით განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ვიზუალური დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი