დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.10.003.025142 |
|
| მუხლი 1 |
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები
|
მუხლი 1. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების რეგულირების სფერო
„უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) აწესრიგებს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკურ, ინფორმაციულ და მასალების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. გრანტის შინაარსი 1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. 2. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ან ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული ის სახსრები, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით. მუხლი 3. უცხოური გრანტის გამცემი (დონორი) ამ წესის მიზნებისთვის უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუხლი 4. გრანტის მიმღები ამ წესის მიზნებისთვის გრანტის მიმღებია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტ(ებ)ი, გარდა იმავე მუხლის „ვ2“, „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5. გრანტები, რომელთა გაცემა არ საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას 1. საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის უფლებამოსილება არ ვრცელდება: ა) საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე; ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე; გ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე; დ) 2025 წლის 17 აპრილამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ გრანტის ხელშეკრულებაში შეიცვალა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კომპონენტი. 2. საქართველოს მთავრობის თანხმობას არ საჭიროებს საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემული გრანტები, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით თანხმობა გაიცემა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 6. საბიუჯეტო ორგანიზაციებზე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ან/და „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით განსაზღვრული წესები. მოცემულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის თანხმობის მისაღებად, გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმდგენია საბიუჯეტო ორგანიზაცია. მუხლი 7. გრანტის ხელშეკრულების პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 1. საქართველოს მთავრობის თანხმობის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის ხელშეკრულების წერილობითი პროექტი (განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება. 2. გრანტის ხელშეკრულების წერილობითი პროექტი, ორიგინალ ენაზე, ქართულ თარგმანთან ერთად, გრანტის ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერამდე, გრანტის გამცემის (დონორის) მიერ უნდა წარმოედგინოს საქართველოს მთავრობას, №1 დანართში მოცემულ შევსებულ ფორმასთან ერთად, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 3. გრანტის ხელშეკრულების პროექტის მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა ახლდეს მასალების ელექტრონული ვერსიაც, MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით. გრანტის ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, მასალები იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე − grants@gov.ge. მუხლი 8. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შინაარსი 1. გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებსა და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. 2. გრანტის რამდენიმე გამცემის (დონორის) მიერ გაცემისას (თანადაფინანსებული გრანტი) გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გრანტის ყველა გამცემის (დონორის) და საერთო ბიუჯეტში მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ამგვარ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმომდგენია ის გრანტის გამცემი (დონორი), რომლის წილიც ყველაზე მეტია საერთო ბიუჯეტში, ხოლო თანაბარი წილების შემთხვევაში, საკითხი წყდება ურთიერთშეთანხმებით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი გრანტის ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მიმღები, გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ მათგანზე და ბიუჯეტიდან მათ მიერ მისაღებ წილზე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტის მიმღებთან გრანტის ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი, რომელიც დონორ(ებ)ისგან იღებს დაფინანსებას, აუცილებელია, გრანტის ხელშეკრულების პროექტი ასახავდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევებში, დონორის სახელით, გრანტის ხელშეკრულების პროექტი შესაძლოა წარმოადგინოს განმახორციელებელმა პარტნიორმა. მუხლი 9. ცვლილება გრანტის ხელშეკრულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება გაფორმებული გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის გამოყენების მიზანი, მოცულობა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულება, გრანტის გამცემი (დონორი) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ხელშეკრულების პროექტს, ამ წესის შესაბამისად. მუხლი 10. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების პროცედურა და ვადები 1. საქართველოს მთავრობის წინაშე გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარმოდგენის დღიდან საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას. 2. გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული მასალები/ დოკუმენტები იტვირთება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ და ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, მასალების შინაარსობრივი მხარის შესწავლის მიზნით. 3. შინაარსობრივი შესწავლა გულისხმობს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარ შეფასებას და შესაბამისობის დადგენას სამთავრობო პროგრამასთან, საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. 4. გრანტის ხელშეკრულების პროექტის შესწავლის პროცესში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მიერ. დადგენილ ვადაში გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი რჩება განუხილველი. 5. იმ შემთხვევაში, თუ გრანტის ხელშეკრულების პროექტზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, აღნიშნული ნიშნავს საქართველოს მთავრობის უარს გრანტის გაცემაზე, რის თაობაზეც გრანტის ხელშეკრულების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ინიციატორ მხარეს ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წერილით. მუხლი 11. გრანტის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. მასალების/დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შესწავლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების (განკარგულების) პროექტს, რომლის ინიციირება ხდება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ გათვალისწინებული წესით. 2. საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტით“ დადგენილი წესით. 3. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და გრანტის გამცემის (დონორის) ინფორმირებაზე ვრცელდება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ VI თავით გათვალისწინებული წესი. მუხლი 12. გასაჩივრება საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 1
| ||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები