„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025141
249
07/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
010240030.10.003.025141
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2025 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

1. „ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, კონტროლი და საერთო კოორდინაცია; სამინისტროში შესული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნა და ბეჭდით დამოწმება; სამინისტროს სისტემის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საინფორმაციო მომსახურების გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამუშავება; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტებისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/ დამუშავება და ანგარიშის მომზადება; სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“.

2. „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების/ცნობიერების ამაღლების  მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; სამინისტროს ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 7 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე