„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025140
248
07/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
040030000.10.003.025140
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2025 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№544-IIმს-XIმპ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2023, 040030000.10.003.024208) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს 5 კანდიდატურას, ხოლო, თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის კანდიდატურას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე