დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.025138 |
|
„საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 აპრილის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2022, 430210000.10.003.023417) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები მუხლი 1. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში − უნივერსიტეტი) ჩარიცხვის წესსა და ვადებს (შემდგომში – წესი). მუხლი 2. მიზნობრივი ჯგუფი 1. ამ წესის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადის ან მსოფლიო ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები, აგრეთვე სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ /პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას. 2. ეს წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციები აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში სწავლა, ამ წესის შესაბამისად, დასაშვებია ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შედეგის მიღწევის დადასტურების მიზნით, საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს: გ.ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია; გ.ბ) სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგის მიღწევისა (შესაბამის სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა/მონაწილეობის უფლების მოპოვება) და მასში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით). მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა 1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი და, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. 2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს სპორტის სამინისტრო, სამინისტროს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 1. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება ენიჭება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია, განახორციელოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის ჩარიცხვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ წესის ფარგლებში ჩარიცხულ პირს ეზღუდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება. მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი 1. ეს წესი ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდნენ ოქროსმედალოსნები/ ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები. 2. ეს წესი ვრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უნივერსიტეტში პირობით ჩაირიცხნენ 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები