„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016951
215
07/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
010250020.35.160.016951
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №215

2025 წლის 7 ივლისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge; 08/02/2018; 010250020.35.160.016452) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი ძირითადი კომპონენტების (სწავლის ფორმა, შინაარსი, ხანგრძლივობა, დრო, რესურსები) განსაზღვრა; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება;  კონტროლი მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე;

თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  საჯარო მოხელეების ინფორმირება და  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად;“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე