„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016952
216
07/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
010250050.35.160.016952
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №216

2025 წლის 7 ივლისი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №208 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 30/05/2025, 010250050.35.160.016944) მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 16 წევრისგან“.

2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) გარდაიცვალა.“.

3. დანართის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 135-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე