„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.025137
245
04/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
470230000.10.003.025137
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2025 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები:

„კ1) 2025 წლის 20 თებერვლიდან ამ პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გაცემული თანხმობის წერილების საფუძველზე დამდგარ შემთხვევებზე ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევის დასრულებისას მიმწოდებლის მიერ ხელოვნური კოდის არასწორად გადმოცემას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულებისა;

2) ადგილი აქვს 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევის დასრულებისას მიმწოდებლის მიერ დამატებითი ხელოვნური კოდის არასწორად გადმოცემას, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს გადმოცემული დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულებისა. ამასთან, ჩატარებული მომსახურების (კვლევა/პროცედურა) ზედმეტად დაფიქსირებისას, საჯარიმო სანქციის სახით დააკლდება თავდაპირველად მოთხოვნილი დამატებითი ხელოვნური კოდის ღირებულების 10%;“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე