„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 04/07/2025
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016044
43
04/07/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
010100000.78.091.016044
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №43

2025 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016025) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობების“ მე-4 მუხლის 4.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. სამსახურში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის“ მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელი, გვარი, პირად ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში;

ვ) განმცხადებლის ხელმოწერა, მათ შორის, ელექტრონული ხელმოწერა ან/და შტამპი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

გ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი