,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 28/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.10.003.001.154
  • Word
209
24/10/2008
სსმ, 156, 28/10/2008
160.000.000.10.003.001.154
,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე