დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 04/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.056.016122 |
36-რს
04/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
010240010.30.056.016122
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.056.016077) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: |
„5. მთავრობის აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 4 ივლისი 2025 წ. N36-რს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები