„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 928-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.102774
928-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
470070000.05.001.102774
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, უკანონო გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) უკანონო გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე;“;

გ) „წ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ​2“ ქვეპუნქტი:

„წ2) უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნა, კერძოდ, ამ ნივთიერების დაფასოება, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსება, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, აღნიშნული ნივთიერების შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან/და ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გავრცელებას;“;

დ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;“.

2. №2 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ ამ დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის პროდუქტს აქვს დანამატი, მინარევი ან/და ექსტრაჰირების ნიშნები, მისი ოდენობა განისაზღვრება იმავე ჩამონათვალის 164-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N928-IIIრს-XIმპ