„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 11/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016760
25
03/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
010220020.16.009.016760
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №25

2025 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ დებულებაში ტერმინი „კომისიის აპარატი“ გულისხმობს დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებსა და 28-ე მუხლით გათვალისწინებულ თანაშემწეებს.

2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   კომისია:

ა) ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას;

ბ) კომისიის აპარატში დასაქმების მიზნით ადგენს ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) ამტკიცებს კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს;

დ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებებს.

3. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება სამართლიანობის, თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და გონივრული მისადაგების პრინციპებს.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, კომისიის შრომის შინაგანაწესის და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და კოორდინაციას უწევს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას;“;

გ.ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.“;

დ) მე-9 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-3 პუნქტის „თ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი;

ი) ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი;“;

ე)  მე-10 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასაქმებული.“;

ვ) მე-13 მუხლის:

ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;“;

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ქსელის წესების მოთხოვნის შესრულების გადავადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებათა რეესტრის წარმოება;

2) ელექტროგადამცემი ხაზების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;“;

ვ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის, გაუქმებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ნაზავის გამჟღავნების  მონიტორინგი;“;

ზ)  მე-14 მუხლის:

ზ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;“;

ზ.ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) ბუნებრივი გაზის მილსადენების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;“;

თ)  მე-15 მუხლის:

თ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;“;

თ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) წყალმომარაგების მილსადენებისა და არხების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;“;

ი) მე-17 მუხლის:

ი.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით;“;

ი.ბ)  „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კომისიაში წარდგენილი სატარიფო განაცხადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სამართლებრივი ექსპერტიზა;“; 

ი.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“;

კ) მე-18 მუხლის:

კ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის დარგებში მომსახურების განვითარების, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;“;

კ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საბითუმო ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის შემუშავებული წინადადებების და რეკომენდაციების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;“;

კ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით;“;

ლ) მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი

დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, განხილვა, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა;

ბ) ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და/ან წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, განხილვა, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

დ) კომისიის გადაწყვეტილებების აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა, მოძიება, შესწავლა და დამუშავება;

ე) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხების განხილვა და მათზე რეაგირება, პრევენციისა და წარმოშობილი დავების  გადაწყვეტის ხელშეწყობა, მათ შორის, მხარეთა წინასწარი კონსულტაციების ორგანიზების, პრაქტიკაში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირების, შესაბამისი რეკომენდაციების ფორმირებისა და გაცემის გზით;

ვ) შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საჭიროებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, მომხმარებლებსა და რეგულირებულ საწარმოებს შორის სადავო საკითხებზე მედიაციის გზით შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა;

ზ) რეგულირებული საწარმოს მხრიდან გამოვლენილი დარღვევის შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება და/ან შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ინიცირება;

თ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა/დამუშავება, რეაგირების ვადების კონტროლი, შესრულების ზედამხედველობა და სტატისტიკის წარმოება;

ი) დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში დაგროვილ ერთგვაროვან პრაქტიკასა და ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლენილი სისტემური ხასიათის ერთგვაროვანი დავების/სამართალდარღვევების და ვადის გაზრდის მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევების შემცირებისა და მათი პრევენციის მიზნით კომისიის სამართლებრივი აქტების ცვლილებებისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

კ) დავებთან მიმართებით, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება: უკუკავშირის სისტემატიზაცია, უკუკავშირის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღებული მონაცემების საფუძველზე მომსახურების გაუმჯობესების მექანიზმისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა მომსახურების პროცესებში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესრულება.“;

მ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ორ ძირითად ფუნქციურ მიმართულებას:

ა) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი;

ბ) კომისიის შიდა აუდიტი.

2. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;

ბ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

გ) კომისიაში არსებული საწარმოთა ელექტრონული პორტალის, რეგულირებული საწარმოების მონაცემების სტატისტიკული პორტალის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ანალიზის პორტალისა და რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოებისათვის საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი მოდერნიზაციის, დახვეწისა და განვითარების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც უნდა წარედგინოს კომისიის აპარატის კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტს კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით;

დ) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა და ანალიზი;

ე) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ენერგეტიკული ბაზრების შესახებ ანგარიშების პროექტების მომზადება და მათი  კომისიისთვის წარდგენა;

ვ) ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერით. 

3. შიდა აუდიტის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია შიდა ფინანსური კონტროლი და მატერიალური რესურსების მართვის პროცესების მონიტორინგი, კერძოდ:

ა) კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე კომისიის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ქონების (მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონების) გამოყენების, განკარგვის, გასხვისების ან სხვა ფორმით მართვის პროცესებზე ზედამხედველობა და მათი მიზანშეწონილობის, კანონიერებისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) შესაძლო დარღვევის, არაეფექტური ხარჯვის ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, საკითხის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების ფარგლებში მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი და შეფასება; შიდა ადმინისტრაციულ პროცესებთან, აგრეთვე კომისიის ფინანსებისა და ქონების მართვასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება; ამ მიმართულებით მართვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტი ასევე ახორციელებს:

ა) კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერით კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და რეაგირებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“;

ნ) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ო)  26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი

საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმილი მომდევნო წლის აქტივობების საფუძველზე კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მომზადება;

ბ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანალიზი; აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კვარტალური ანგარიშებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის/დასკვნების წარდგენა;

გ) ანალიტიკური პორტალის მეშვეობით ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მომზადება და ფინანსური რისკების შეფასება;

დ) საოპერაციო და ფინანსური რისკების მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;

ე) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად კომისიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა, თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიწოდება;

ზ) კომისიაში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისად;

თ) კომისიის მფლობელობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

ი) საგადასახადო ვალდებულებებისა და საპენსიო შენატანების მართვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ გადმოგზავნილი მონაცემების მიღება და დამუშავება;

ლ) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი პერიოდული ცვლილების ინციირება;

მ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი საპროგნოზო და ყოველთვიური რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმების დამუშავება, ინვოისებისა და შედარების აქტების წარდგენა;

ნ) რეგულირებული საწარმოების მიერ რეგულირების საფასურის გადახდის აღრიცხვა და მონიტორინგი;

ო) კომისიისათვის საბანკო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ყოველწლიურად საბანკო დაწესებულებების შერჩევის პროცედურის ორგანიზება და კომპეტენციის ფარგლებში ბანკებთან ურთიერთობაში კომისიის წარმომადგენლობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ჟ) საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება კომისიის საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით;

რ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.“;

პ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სამ ძირითად ფუნქციურ მიმართულებას:

ა) კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მიმართულება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება;

გ) სტრატეგიული გაციფრულების მიმართულება.

2. კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელისა და ცენტრალური სერვერის (სერვერების) გამართული მუშაობისა და განვითარების, აგრეთვე, შიდა ქსელის გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა;

ბ) კომისიის ვებგვერდის და ვებპორტალების, ასევე, ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) კომისიის პერსონალური კომპიუტერებისა და მათი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა და განახლება;

დ) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, კომისიაში დასაქმებულ პირთა დაშვების კონტროლის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ე) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიოჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა;

ვ) კომისიაში დასაქმებულთა, მათი სამსახურებრივი მოვალეობებთან დაკავშირებით, ტექნიკური კონსულტირება კომპიუტერულ-ტექნიკურ საკითხებში;

ზ) კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით შემოსული სხვადასხვა განაცხადების ტექნიკური ანალიზი, მხარდაჭერა და უზრუნველყოფა.

თ) კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლების, აუცილებლობის შემთხვევაში კომისიისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა და კომისიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვის პროცედურების ტექნიკური მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომისიაში არსებული პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება;

ბ) კომისიის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა, განვითარება და მისი პროგრამული უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული  დოკუმენტაციის საფუძველზე ან დეპარტამენტის ინიციატივით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა, ასევე  არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული საწარმოთა მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის, აღრიცხვის და ანალიზის პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

ე) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებულ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მონაცემთა ბაზების წარმოებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ დაფიქსირებული საცალო ფასების შედარების პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

ი) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ  შემუშავებული და  კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით  ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებულ ყველა სხვა  პროგრამულ პროდუქტზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, განსახორციელებელია სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის დიზაინის შემუშავება.

4. სტრატეგიული გაციფრულების მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომისიის ციფრული მართვის პროცესების, ელექტრონული სერვისებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მექანიზმების ანალიზი, მათი გაუმჯობესებისათვის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესასრულებლად:

ბ.ა) კომისიის დონეზე დანერგილი ციფრული სისტემების ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და მათი შემდგომი გაუმჯობესებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

ბ.ბ) კომისიის დონეზე დასანერგი ციფრული სისტემების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი; აღნიშნულის შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტი ასევე ახორციელებს:

ა) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე რეაგირებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“;

ჟ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარის, წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე

1. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრსა და აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს თანაშემწე, რომლის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებების შესრულების კონტროლი;

გ) კომისიის თავმჯდომარესთან, კომისიის წევრთან/წევრებთან ან აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრების ან/და აღმასრულებელი დირექტორის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

2. თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრსა და აღმასრულებელ დირექტორს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 11 აგვისტოდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე