„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 03/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016072
72
03/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
010210060.74.086.016072
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №72

2025 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 16-ით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების ზოგადი წესის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სავალდებულოა სამართალწარმოების ფარგლებში მხარეთაგან ან საქმესთან დაკავშირებულ სხვა სუბიექტთაგან წარდგენილი ყველა დოკუმენტის, აგრეთვე საპროცესო მოქმედების შედეგად შექმნილი დოკუმენტის/სამართლებრივი აქტის (ოქმი, განჩინება, გადაწყვეტილება, განკარგულება, ბრძანება და ა.შ.) შესაბამისი ელექტრონული ფორმატით ატვირთვა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქმეებზე:

ა) რომელთა განხილვა მიმდინარეობს დახურულ სხდომებზე ან საიდუმლოების დაცვის სხვაგვარ რეჟიმში;

ბ) რომლებიც უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;

გ) რომლებიც უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კარი 71-ით (,,სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში“) გათვალისწინებულ საკითხებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი