მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.616, 69.04.56.014 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016720
30
03/07/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
010250020.35.143.016720
მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.616, 69.04.56.014 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2025 წლის 3 ივლისი

ხაშური

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის  შპს „პარკ ჰოტელის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე  ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.616, 69.04.56.014 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ამავე დადგენილების №5 დანართის მე-9 პუნქტის საფუძველზე, „სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის  შპს „პარკ ჰოტელის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე  ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.616 და 69.04.56.014 ) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2024 წ-ის №61 განკარგულების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის (სასტუმრო, აპარტოტელები, კოტეჯები, კემპინგი, სპორტული და სარეკრეაციო ზონები) მშენებლობისათვის  შპს „პარკ ჰოტელის“ (ს/ნ 405030327) კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების (მდებარე  ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთის დასახლება), საკადასტრო კოდი 69.04.56.616, დაზუსტებული ფართობი  72 844.00 კვ.მ და ს/კ 69.04.56.014, დაზუსტებული ფართობი  24 380.00 კვ.მ   განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოდგენილი დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი