დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.017583 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2015, 010340000.22.034.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფი: დ1.ა) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) − პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრებისა) წარდგინებასა და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ1.ბ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომ – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) − ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) მეკავშირე ოფიცრის წარდგინებასა და მისი საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ1.გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მეკავშირე ოფიცრის წარდგინებასა და მისი საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი დაწესებულება.“; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.“; ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ბელგიის სამეფოში მივლინებულ პოლიციის ატაშეს შეიძლება დაეკისროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებებს, ამ საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ხოლო თუ აღნიშნული პირი ახორციელებს პოლიციის ატაშეს უფლებამოსილებებს – კოორდინაციას უზრუნველყოფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისათვის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი − ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში; გ) შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამართალდაცვით სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება; ვ) მათი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფისათვის ანგარიშის წარდგენა;“; ბ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის ანგარიშის წარდგენა;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალდაცვითი სფეროს შესწავლა, შესაბამისი ღია საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ინფორმირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება, აგრეთვე შესაბამისი კონსულტაციების წარმართვა;“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით.“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით. 3. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს მითითებული ვადა ან არ მიიღოს იგი მხედველობაში ამ მუხლის 52 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას. 52. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს იმავე სახელმწიფოში.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე დანიშნოს ახალ თანამდებობაზე ან როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს სხვა სახელმწიფოში.“; ე) მე-8-მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის აპარატში არადიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები