“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"

  • Word
“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 27/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-125
17/07/2006
სსმ, 99, 27/07/2006
340.090.000.22.032.008.958
“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2006 - 07/12/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.958

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-125

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ

ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო – ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი – სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ლალი ვაშაკიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – სასერტიფიკაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;

ლევან რამიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი;

თენგიზ ყურაშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

გუგული გოდერძიშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დეპარტამენტის პროფესორი, სმმა აკადემიკოსი;

ჯემალ ბაბაკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დეპარტამენტის პროფესორი;

კობა ძამაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია ვეტერინარების საზღვრებს გარეშე-შცეიცარიას“ კოორდინატორი;

ჯამბულ მაღლაკელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე;

შალვა პეტრიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

დემნა ხელაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

გია ღვინჯილია –         საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი;

ზურაბ თიღილაური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი;

გივი ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ,,აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ვეტერინარული განყოფილების უფროსი;

ილია სირაბიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. სასერტიფიკაციო საბჭომ:

ა) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, გამოცდის ჩატარების წესი, გრაფიკი და ადგილი;

ბ) შექმნას საგამოცდო კომისიები შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობებში;

გ) განიხილოს და დაამტკიცოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები;

დ) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების მექანიზმი;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

ვ) განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთები.

3. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი