დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016680 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი: ,,თავი XVII1 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანოები ,,მუხლი 1311. ქალისა და და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო 1. ,,ქალის და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალის და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო. ,,მუხლი 1312. საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოები საკრებულოს შეუძლია მის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი, კომისია, სამუშაო ჯგუფი) და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები