“ექსტერნატის ფორმით განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
“ექსტერნატის ფორმით განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 704
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 21/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.950
  • Word
704
17/07/2006
სსმ, 96, 21/07/2006
430.210.000.22.022.008.950
“ექსტერნატის ფორმით განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.950

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №704

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„ექსტერნატის ფორმით განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის  №452 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ექსტერნატის ფორმით განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის  №452 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 25.05.06 წ., №70, მუხ. 883) მე-2 მუხლს დაემატოს მე-19 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„19) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სკოლის დირექტორი, საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდები დაძლიეს წარმატებით. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ თითოეულ პირზე სკოლის დირექტორის მიერ გაიცემა დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდების წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი ცნობა ან საბაზო ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია