“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ 2005 წლის 26 დეკემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №721 ბრძანებნაში ცვლილების შესანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 21/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.949
  • Word
703
17/07/2006
სსმ, 96, 21/07/2006
040.030.000.22.022.008.949
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ 2005 წლის 26 დეკემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №721 ბრძანებნაში ცვლილების შესანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.949

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №703

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2005 წლის 26 დეკემბრის №721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლის 21 მაისს №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრუ-ლების მიზნით, ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე­სებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევ­ნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2005 წლის 26 დეკემბერის №721 ბრძანების (სსმ III, 31.12.2005 წ., №154) თანდართული დებუ­ლების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობა პროპორციულია დაწესებულებაში შესაბამის ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობისა და განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე აქტით განისაზღვრება თითოეული ფაკულტეტის მიერ წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობები. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 3-ზე ნაკლები.“

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია