დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.104.016584 |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ ნორმატიულ აქტებში:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებით ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.“ ბ) 21-ე მუხლის მე-4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირველი, მეორე ან მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა, ან არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.“ გ) 25-ე მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს შესაფასებელი პერიოდის დაწყებიდან შეფასების მიღების თარიღამდე შუალედში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ასრულებს. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.“; დ) 25-ე მუხლს დაემატოს 71 და 72 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „71. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. 72.მოხელის ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე.“; ე) 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანება ეგზავნება ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, თითოეული მოხელისთვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“ ვ) მე-40 მუხლის: ვ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე მერია ვალდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.“. ვ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „8. რეორგანიზაციის თითოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“. 2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 (www.matsne.gov.ge, 16/06/2022წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.104.016478) დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა) მე-5 მუხლის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, სადეკლარაციო თანამდებობაზე განმწესებულ და სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდებას; ბ.ბ) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მერიის სამსახურების მეთოდურ დახმარებას; საჯარო მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმების და ფორმების განსაზღვრას; შეფასების შედეგების ცნობებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის; ინფორმაციის მიწოდებას შესაფასებელ მოხელეზე, ასევე მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს აწოდებს ინფორმაციას, შეფასების მიმდინარეობისა და შეფასების შედეგების შესახებ; საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ წინადადებების მომზადებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები