„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016583
14
27/06/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
010260020.35.104.016583
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 27 ივნისი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შეტანილ იქნეს ცვლილება   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2022, სარეგ.კოდი   010260020.35.104.016482) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ბავშვთა უფლებების  შესწავლის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ბავშვთა უფლებების დაცვის  მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განყოფილება  ქალთა და მამაკაცთა  თანასწორობის დაცვის სფეროში ახორციელებს :

ა) ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მის ანალიზს, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, შესაბამის წინადადებათა მომზადებას და მერისთვის წარდგენას, მათ განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას;

ბ) ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას;

გ) აქტიურ თანამშრომლობას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათთვის შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მიწოდებას;

დ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის  საკითხებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია