“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით სამტკიცებულ “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში" დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით სამტკიცებულ “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში" დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1-1/614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 21/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.024.008.905
  • Word
1-1/614
14/07/2006
სსმ, 96, 21/07/2006
280.120.000.22.024.008.905
“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით სამტკიცებულ “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში" დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.024.008.905

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება N 1-1/614

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებული  “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის შეფასების წესში” დამატების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის N119 დადგენილების მე-2 პუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის N1-1/1024 ბრაძანებით დამტკიცებული “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში” (სსმ III, 2005 წ., N116, მუხლი 1278) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

“41 მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს განაცხადის შევსების გარეშე.”;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

“71. ამ წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოჯახი გამოთქვამს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის სურვილს, სოციალური აგენტი მიმართავს ოჯახს დაასახელოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნულ ფაქტზე სოციალური აგენტის მიერ შედგება ოქმი (ფორმა N6), რომელსაც ხელს აწერს ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი და დასახელებული უფლებამოსილი წარმომადგენელი. ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ხელი მოაწეროს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ოჯახის წევრთა ვალდებულებებზე (ფორმა N7).

72. თუ ამ წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სოციალური აგენტის ვიზიტისას ოჯახი უარს განაცხადებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, სოციალური აგენტის მიერ ივსება ოქმი ოჯახის დეკლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ (ფორმა N3), რომელსაც შეიძლება ხელს აწერდეს ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი. ასეთ შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ აქტის (ფორმა N3) შევსება არ ართმევს ოჯახს უფლებას დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში საერთო წესის შესაბამისად.”;

გ) წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

“4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე ოჯახის დეკლარაციის შევსებისას.”;

2. “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს” დაემატოს ფორმა N6 (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასახელების შესახებ) და ფორმა N7 (ოჯახის წევრთა ვალდებულებების შესახებ).

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

  ი. ჩოგოვაძე

                                                                                ფორმა N6

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასახელების შესახებ

   

“----------------“ “---------------------“ 200 -  წ.                     ------------------------------

   (რიცხვი,             თვე,               წელი)                                      (ოჯახის საიდენტიფიკაციო N)

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

ოჯახმა გამოთქვა “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაციის სურვილი და უფლებამოსილ წარმომადგენლად დაასახელა

 

-----------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

“სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის” მე-3 მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად ოჯახმა დაასახელა უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც დასტურდება:

 

(ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრ(ებ)ის ხელმოწერა)

1. -------------------------------------------      6. -------------------------------------------

2. -------------------------------------------      7. -------------------------------------------

3. -------------------------------------------      8. -------------------------------------------

4. -------------------------------------------      9. -------------------------------------------

5. -------------------------------------------      10. -----------------------------------------

უფელბამოსილი წარმომადგენელი:                      სოციალური აგენტი:

------------------------------------------------                    ------------------------------      

               (ხელმოწერა)                                                                  (ხელმოწერა)


                                                        ფორმა N7

ოჯახის წევრთა ვალდებულებების შესახებ

      სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრები ვიღებთ შემდეგ ვალდებულებებს:

       1. დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე დაუბრკოლებლად მივიღო სოციალური აგენტი1 ჩემს საცხოვრებელში, მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად;

       2. მივცეთ მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ჩვენო ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი და საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;

       3. ობიექტური პასუხები გავცეთ სოციალური აგენტის შეკითხვებს და არ დავამახინჯოთ ფაქტები;

       4. მოთხოვნისამებრ წარვადგინოთ საჭირო დოკუმენტები და გადავცეთ ამ დოკუმენტების ასლები;

       5. ხელი მოვაწეროთ სოციალური აგენტის მიერ გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს. განსხვავებული აზრის არსებობისას დავაფიქსიროთ საკუთარი შენიშვნები;

       6. მივცეთ უფლება ს.ს.ი.პ. – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენი ოჯახის ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს. შეიტანოს ეს ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

       7. ჩვენი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ვაცნობოთ ს.ს.ი.პ. – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ამ ცვლილებებიდან ერთი თვის ვადაში;

       8. თანახმა ვართ ჩვენი ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გაიცეს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებზე.

       ოჯახის წევრები გავეცანით ვალდებულებებს, რაც დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით:

 

    ------------------------------------                                    --------------------------------------   

             (სახელი, გვარი)                                                                           (ხელმოწერა)

 

1სოციალური აგენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, დადგენილი მეთოდოლოგიის ფარგლებში.