დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების თაობაზე ცვლილება“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37770 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016829 |
|
„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების თაობაზე ცვლილება
|
დანართი კონვენციის ცვლილება მუხლი 6, პუნქტი 11 არსებული ტექსტი შეიცვალოს შემდეგნაირად: 11. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შეუზღუდავად, წინამდებარე მუხლის დებულებები არ ვრცელდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში განზრახ ინტროდუქციასა და საბაზრო ქსელში განთავსებაზე ნებართვის გაცემის ან არგაცემის შესახებ გადაწყვეტილებებზე. მუხლი 6 bis მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს ახალი მუხლი შემდეგი რედაქციით: მუხლი 6 bis საზოგადოების მონაწილეობა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში განზრახ ინტროდუქციასა და საბაზრო ქსელში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით 1. დანართში I bis მოყვანილი მოდალობების თანახმად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადრეული და ეფექტური ინფორმაციის მიწოდებას და საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებამდე, ნებადართულ იქნეს თუ არა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში განზრახ ინტროდუქცია და საბაზრო ქსელში განთავსება. 2. მხარეთა მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განსაზღვრული მოთხოვნები უნდა იყოს შემავსებელი და ურთიერთხელშემწყობი მათი ეროვნული ბიოუსაფრთხოების ჩარჩოებისა, ბიოუსაფრთხოების კართახენას ოქმის მიზნების შესაბამისად. დანართი I bis დანართი I-ის შემდეგ დაემატოს ახალი დანართი შემდეგი რედაქციით: დანართი I bis მე-6 bis მუხლში მოცემული მოდალობები 1. თითოეული მხარე, იმ გადაწყვეტილებების მიღებისათვის, რომლებიც წარმოადგენს მე-6 bis მუხლის საგანს, მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში განსაზღვრავს ზომებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და მისი ეფექტურად მონაწილეობისათვის, რომელიც უნდა მოიცავდეს გონივრულ ვადებს საზოგადოებისთვის ადეკვატური შესაძლებლობის მისაცემად, გამოიხატოს მოსაზრება ამ შეთავაზებულ გადაწყვეტილებებზე. 2. მხარეს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში განსაზღვროს გამონაკლისები საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის მიმართ, რომელიც მოცემულია ამ დანართში: a) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის (გმო) ნებისმიერი მიზნით გარემოში განზრახ ინტროდუქციის შემთხვევაში, გარდა საბაზრო ქსელში განთავსებისა, თუ: i. მსგავსი ბიოგეოგრაფიული პირობების შემთხვევაში ასეთი ინტროდუქცია უკვე იყო მიღებული შესაბამისი მხარის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში; და ii. უკვე საკმარისი გამოცდილება იქნა მიღებული მოცემული გმო-ს მსგავს ეკოსისტემაში ინტროდუქციისას; b) გმო-ს საბაზრო ქსელში განთავსების შემთხვევაში, თუ: i. შესაბამისი მხარის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში ის უკვე იყო მიღებული; ან ii. ის განსაზღვრულია კვლევის მიზნებისა ან კულტურების შეგროვებისათვის. 3. მე-4 მუხლის დებულებების თანახმად, კონფიდენციალურობის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობების შეუზღუდავად, თითოეული მხარე, მისი ეროვნული ბიოუსაფრთხოების ჩარჩოს ფარგლებში, საზოგადოებისათვის ადეკვატური, დროული და ეფექტური ზომებით, ხელმისაწვდომს გახდის მის ტერიტორიაზე გმო-ს გარემოში განზრახ ინტროდუქციის ან საბაზრო ქსელში განთავსებისათვის ნებართვის მისაღებად წარდგენილი შეტყობინების რეზიუმეს და, ასევე, სადაც შესაძლებელია, შეფასების ანგარიშს. 4. მხარეები, არანაირ შემთხვევაში არ განიხილავენ ქვემორე ინფორმაციას, როგორც კონფიდენციალურს: a) შესაბამისი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის ან ორგანიზმების ძირითად აღწერილობას, განზრახ ინტროდუქციისათვის ნებართვის მაძიებლის სახელსა და მისამართს, გამოყენებისა და საჭიროების შემთხვევაში, ინტროდუქციის ადგილს; b) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის ან ორგანიზმების მონიტორინგისა და სწრაფი რეაგირების მეთოდებს და გეგმებს; c) გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას. 5. თითოეული მხარე უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გამჭვირვალობასა და შესაბამის პროცედურულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. მაგალითად, ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს: i. შესაძლო გადაწყვეტილებების ბუნებას; ii. გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო უწყებას; iii. საზოგადოების მონაწილეობისათვის ღონისძიებებს, როგორც ეს განსაზღვრულია 1-ელ მუხლში; iv. მითითებას სახელმწიფო უწყებაზე, რომლისგანაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება; v. მითითებას სახელმწიფო უწყებაზე, რომლისთვისაც შესაძლებელია კომენტარების წარდგენა და კომენტარების მიწოდების დროის გრაფიკზე. 6. 1-ლი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დებულებები უფლებას აძლევს საზოგადოებას, რომ ნებისმიერი შესაბამისი ფორმით განახორციელოს ნებისმიერი კომენტარის, ინფორმაციის, ანალიზის და მოსაზრების წარდგენა, რომელსაც ის მართებულად მიიჩნევს წარმოდგენილი განზრახ ინტროდუქციის მიმართ, საბაზრო ქსელში განთავსების ჩათვლით. 7. თითოეული მხარე შეეცდება უზრუნველყოს, რომ ნებართვასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეხება გმო-ს განზრახ ინტროდუქციას, საბაზრო ქსელში განთავსების ჩათვლით, სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული 1-ლი მუხლის თანახმად ორგანიზებული საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის შედეგები. 8. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ როდესაც ამ დანართის დებულებების პირობების თანახმად სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ამ გადაწყვეტილების ტექსტი იმ მიზეზებსა და განხილვებთან ერთად, რომლებსაც ის ეყრდნობა. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები