საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ

საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025128
236
27/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
240110000.10.003.025128
საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულ იქნეს საქართველოს სტანდარტი:  „სსტ ენ 1996-1-1:2005/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 1-1: ზოგადი წესები დაარმატურებული და დაუარმატურებელი ქვის/აგურის წყობისთვის და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-1-2:2005/2025 − ევროკოდი 6: ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 1-2: ზოგადი წესები − ცეცხლმედეგი კონსტრუქციების დაპროექტება ცვლილებებით (სსტ ენ 1996-1-2:2005/AC:2010/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-2:2006/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 2: საპროექტო გადაწყვეტილებები, მასალების შერჩევა და ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების აგება, შესაბამისი ცვლილებით (სსტ ენ 1996-2:2006/AC:2009/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-3:2006/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 3: გაანგარიშების გამარტივებული მეთოდები დაუარმატურებელი ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციებისათვის, შესაბამისი ცვლილებით (სსტ ენ 1996-3:2006/AC:2009/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე