„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 813-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.102731
813-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
010240010.05.001.102731
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.“.

2. მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“.

4. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს ან სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი (გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.

3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ ტერიტორიული ორგანოს დებულებით. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

6. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 261

1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის მთავრობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სპეციალური დაწესებულება.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით.

4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება.

5. თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა ნორმატიულ აქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა.“.

7. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა იღებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ სათანადო სამართლებრივ აქტებს.“.

8. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“.

9. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სპეციალური დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ამ სპეციალური დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მათ შორის, ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოების) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეს უფლებამოსილება ან/და მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების სხვა უფლებამოსილება თავის მოადგილეს გადასცეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N813-IIმს-XIმპ