დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 819-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010030000.04.001.018147 |
|
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ენის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში გამოყენება 1. საქართველოს თავდაცვის ძალები და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებენ ქართულ ენაზე, თუ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N819-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები