დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 816-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.05.001.102735 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) მე-16 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში მის შემადგენლობაში შესაყვანად წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N816-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები