დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016748 |
|
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის: ა) 4 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 2 პუნქტი: „4 2. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასევე ასახვას ექვემდებარება პრივატიზების ფარგლებში შესყიდული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში გაზის გაშვებისთვის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები.“; ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 1 პუნქტი: „15 1. საწარმოს მიერ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, კომისია ტარიფში ასახავს ამ მეთოდოლოგიის 32-ე მუხლის 5 1 პუნქტის საფუძველზე რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების ან სტიქიური მოვლენების გამო დაზიანებული და საწარმოს მიერ ექსპლუატაციიდან გაყვანილი რეგულირებადი აქტივების შესაბამის კაპიტალურ დანახარჯებს. ამასთან, კომისია უფლებამოსილია ზემოაღნიშნული აქტივები განიხილოს რეგულირებად აქტივებად მათი სასიცოცხლო ვადის ამოწურვამდე, ან შესაბამისი სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში ერთჯერადად ასახოს აღნიშნული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება.“. 2. 22-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
3. 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „9 1. 2023-2027 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდის მე-3 სატარიფო წელს, იმ რეგულირებული საწარმოს მომართვის შემთხვევაში, რომელიც ამავე რეგულირების პერიოდში პრივატიზაციის ფარგლებში შესყიდულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახდენს ახალი მომხმარებლების მიერთებას, კომისია განახორციელებს რეგულირებული საწარმოს მიერ, 2022-2025 სატარიფო წლებში ახალი მომხმარებლის მიერთების ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზს და 2026-2027 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამის კორექტირებას, კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის V და ამავე მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები