“ელექტოენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ"

  • Word
“ელექტოენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 18/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.008.902
  • Word
23
14/07/2006
სსმ, 95, 18/07/2006
300.320.000.16.009.008.902
“ელექტოენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.008.902

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №23

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის   №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებით დამტკიცებული „საქარ­თველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტი­კის ძირითადი მიმართულებების“, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალან­სისა და „ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენი­ლების საფუძველზე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებ­რივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, საქართვე­ლოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომი­სიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში (სსმ III, 16.05.2006., №66,  მუხლი 848) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„მუხლი 1. ჰიდროელექტროსდგურების მიერ წარ­მოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

 

1.

შპს “ვარციხე – 2005” –––––––––––––––––– 1.25 თეთრი/კვტსთ

2.

შპს “თბილწყალკანალი” (ჟინვალჰესი) –––––––– 1.83 თეთრი/კვტსთ

3.

სს “ლაჯანურჰესი” ––––––––––––––––––––– 3.8 თეთრი/კვტსთ

4.

სს "ხრამჰესი 1” ––––––––––––––––––––––– 1.76 თეთრი/კვტსთ

5.

სს “ხრამჰესი 2” ––––––––––––––––––––––– 1.51 თეთრი/კვტსთ

6.

შპს “გუმათჰესების კასკადი” ––––––––––––––– 3.64 თეთრი/კვტსთ

7.

სს “ძევრულჰესი” ––––––––––––––––––––––– 3.85 თეთრი/კვტსთ

8.

სს "რიონჰესი” ––––––––––––––––––––––––– 3.5 თეთრი/კვტსთ

9.

ს.ს “შაორჰესი” –––––––––––––––––––––––– 3.82 თეთრი/კვტსთ

10.

შპს “ზაჰესი” –––––––––––––––––––––––––– 1.42 თეთრი/კვტსთ

11.

შპს “ორთაჭალენერჯი" ––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

12.

სს “რუსთავცემენტი” (ბჟუჟაჰესი) ––––––––––– 1.89 თეთრი/კვტსთ

13.

შპს “საქართველოს რკინიგზა”

ა) “კაბალჰესი” –––––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

ბ) “საცხენისი” –––––––––––––––––––––––– 2.33 თეთრი/კვტსთ

გ) “ალაზანჰესი” ––––––––––––––––––––––– 2.33 თეთრი/კვტსთ

დ) “მარტყოფჰესი” ––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

14.

შპს “აწჰესი” ––––––––––––––––––––––––– 3.85 თეთრი/კვტსთ

15.

შპს “სიონჰესი – 98” –––––––––––––––––– 2.33 თეთრი/კვტსთ

16.

შპს “ბაკური” (მაჭახელაჰესი) ––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

17.

შპს “სანალიაჰესი” ––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

18.

ინდ. საწ. “გივი გიუნაშვილი” (ტირიფონჰესი) –– 2.5 თეთრი/კვტსთ

19.

შპს “ჟინერი” (დმანისი ჰესი) ––––––––––––– 5,0 თეთრი/კვტსთ

20.

შპს “მუნლეიკ-ჯორჯია” (ძევრულჰესის I აგრეგატი)–3,0 თეთრი/კვტსთ

21.

შპს “აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია” –––––– 7.16 თეთრი/კვტსთ

22.

შპს “ენტო” (მისაქციელი ჰესი) ––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

23.

სს “ჩხორჰესი” ––––––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

24.

შპს "რიცეულაჰესი" –––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

25.

სს “ქინძმარაული” (ჩალაჰესი) –––––––––––––– 5.0 თეთრი/კვტსთ

26.

შპს "ქცია-94" (დაშბაშჰესი) ––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

27.

შპს “სინათლე" (იგოეთიჰესი) –––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

28.

შპს “აბჰესი-ელექტრო” ––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

29.

შპს “ენერგეტიკი” ––––––––––––––––––––––– 5.0 თეთრი/კვტსთ

30.

შპს "სქური ჰესი" ––––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

31.

შპს “აჭარის ენერგოკომპანია”

ა) “აჭიჰესი” –––––––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

ბ) “კინკიშაჰესი” ––––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

32.

შპს “რუსთავიჰესი” ––––––––––––––––––––– 4.33 თეთრი/კვტსთ

33.

შპს “ვალტ-ლთდ" (კეხვი ჰესი) –––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

34.

გიორგი თარაშვილის ინდივიდუალური საწარმო – 5.0 თეთრი/კვტსთ

35.

სს “ყაზბეგიჰესი” –––––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

36.

შპს “ენერგეტიკოსი” (ხერთვისი ჰესი) ––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

37.

შპს “ენერგეტიკოსი” (მექვენაჰესი) –––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ

38.

შპს “ღორეშა” –––––––––––––––––––––––– 4.076 თეთრი/კვტსთ

39.

შპს “ბმგ” (სურამულა ჰესი) –––––––––––––– 5.0 თეთრი/კვტსთ

40.

შპს “ფერი"

ა) “ინწობაჰესი” ––––––––––––––––––––––– 5.0 თეთრი/კვტსთ

ბ) “მაშავერაჰესი” –––––––––––––––––––––– 4.17 თეთრი/კვტსთ

41.

შპს “MOS-99” –––––––––––––––––––––––– 5.0 თეთრი/კვტსთ

42.

შპს “რიონი" (ზვარეთი ჰესი) –––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ”.

 

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

1)

შპს “მტკვარი ენერგეტიკა” (თბილსრესის №9 ბლოკი) – 8,186 თეთრი/კვტსთ;

მათ შორის:

 ა) გარანტირებული სიმძლავრისათვის – 1,6 თეთრი/კვტსთ;

 ბ) ქსელში გაშვებული ელექტროენერგიისათვის – 6,586 თეთრი/კვტსთ;

2)

სს “თბილსრესი” (თბილსრესის №№3,4,8 ბლოკები)

 ა) გარანტირებული სიმძლავრისათვის – 603.95 (ათასი ლარი/თვეში);

 ბ) ქსელში გაშვებული ელექტროენერგიისათვის – 8,319 თეთრი/კვტსთ;

3)

სს “ენერჯი ინვესტი” – 9,488 თეთრი/კვტსთ;

მათ შორის:

 ა) გარანტირებული სიმძლავრისათვის – 3,467 თეთრი/კვტსთ;

 ბ) ქსელში გაშვებული ელექტროენერგიისათვის – 6,021 თეთრი/კვტსთ“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფები:

1.

შპს “ენგურჰესი” ––––––––––––––––––––– 1,187 თეთრი/კვტსთ;

2.

შპს “ვარდნილჰესების კასკადი” ––––––––––– 1.17 თეთრი/კვტსთ”.

4. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლი.

5. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები:

ცხრილი № 1

დასახელება

ტარიფები ძაბვების მიხედვით

(თეთრი/კვტსთ)

1.

გადაცემა

 

ა)

შპს „საქართველოს სახელ-მწიფო ელექტროსისტემა”

 

 

35–110–220 კვ

0.535

 

6–10 კვ

1.115

ბ)

სს „საქრუსენერგო“

0.18

2.

დისპეტჩერიზაცია შპს „სა-ქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

0.15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 6. ელექტროენერგიის საბითუმო ტარი-ფები

1. გამანაწილებელი კომპანიებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საბითუმო ტარიფები განისაზღვრება მათ მიერ ელექტროსადგურებთან და იმპორტიორებთან, ასევე გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებთან გაფორმე­ბული პირდაპირი ხელშეკრულებებისა და ამ დადგენი­ლების საფუძველზე.

2. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგიის ყველა საბითუმო მყიდველი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები და პირდაპირი მომხმარებლები) ვალდებულია იქონიოს სარეზერვო სიმძლავრე მისი მოხმარების არანაკლებ 10%-ის ოდენობით. ელექტროენერგიის გამანაწილებე­ლი კომპანიებისთვის სარეზერვო სიმძლავრის ტარიფი გათვალისწინებულია მათ მიერ ელექტროენერგიის შესასყიდ საბითუმო ტარიფში.

3. ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრის ტარიფ­თან დაკავშირებული ანგარიშსწორება და თანხე­ბის გამოყენება ხორციელდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე.

6. მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები“

7. მე-6 თავს დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. გამანაწილებელი კომპანიებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესასყიდი საბითუმო ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფები

1. 2006 წლის 1 სექტემბრამდე გამანაწილებელი კომპანიებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესასყიდი საბი­თუმო ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი) ძაბვების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

ტარიფების დასახელება

თეთრი/კვტსთ

1.

წარმოების (იმპორტის, ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ნორმატიული დანაკარგებისა და სარეზერვო სიმძლავრის ტარიფის ჩათვლით) საშუალო შეწონოლი ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი)

 

 

4.615

 

2.

ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები:

ა) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’:

35 – 110 – 220 კვ

6 –10 კვ

ბ) სს „საქრუსენერგო’’

 

 

0.535

1.115

0.18

3.

ელექტროსისტემის დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”)

 

0.15

 

 

სულ 35 – 110 – 220 კვ

5.48

 

სულ 6 – 10 კვ

6.06

 

2. 2006 წლის 1 სექტემბრიდან გამანაწილებელი კომპანიებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) შესასყიდი საბითუმო ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) ფორმირება მოხდება პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების’’ შესაბამისად.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია 2006 წლის 1 ივლისიდან. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება 2006 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე                       გ. თავაძე