დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016918 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1- 1/250 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016808) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.“; ბ) მე-3 პუნქტს: ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემა, განახლება, შეჩერება და გაუქმება;“; ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა № IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარება და მათი მონიტორინგი;“; ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1” ქვეპუნქტი: „რ1) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება;“; ბ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1 “ ქვეპუნქტი: „ტ1) სარკინიგზო თავსებადობის სისტემის დანერგვა;”; ბ.ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“-„ფ3“ ქვეპუნქტები: „ფ1) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა, განახლება, აღდგენა, მოქმედების შეჩერება და გაუქმება; ფ2) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება, შეჩერება და გაუქმება; ფ3) სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირება;“ 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს – ბრძანებას და გადაწყვეტილებას, აგრეთვე, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – ბრძანებას, იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ანალიტიკური და საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტი;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტი.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტს: ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება; ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა № IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება, ასევე, მათი მონიტორინგი;“; ა.გ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“-„რ3“ ქვეპუნქტები: „რ1) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება; რ2) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება; რ3) სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირება;”; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ 1“-„ნ 3“ ქვეპუნქტები: „ნ1) რკინიგზის მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ნ2) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრების განხილვა; ნ3) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება);“; გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) სააგენტოში არსებული პროექტების კოორდინაცია, მართვა და ღონისძიებების დაგეგმვა, აგრეთვე, ასეთ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა; დ2) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და კოორდინაცია, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია.“; დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანალიტიკური და საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სააგენტოს საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით და სააგენტოს დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენა; გ) ინოვაციური პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი; დ) სააგენტოს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ე) სარკინიგზო დარგში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სარკინიგზო დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ვ) რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სფეროს შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის, კონკრეტულ დანიშნულების ადგილებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით; ზ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პროექტის შემუშავება; თ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი განხილვების/ მოლაპარაკებების ორგანიზება ან/და წარმოება; ი) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის შემუშავება ან შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; კ) კომპეტენციის შესაბამისად, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება; ლ) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება გარკვეული პერიოდულობით; მ) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.“. ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სარკინიგზო თავსებადობის სისტემის დანერგვაში მონაწილეობა და სარკინიგზო თავსებადობის წესების შემუშავება; ბ) სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; გ) შესაბამისი წინადადებების მომზადება სარკინიგზო თავსებადობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით; დ) სარკინიგზო თავსებადობის შემფასებელი ორგანოების რეგულირებისა და სერტიფიცირებისთვის სათანადო პირობების მომზადება; ე) ფიქსირებული ინსტალაციების ექსპლუატაციაში მიღების ავტორიზაციის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ბაზარზე განთავსების ავტორიზაციისა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ტიპის ავტორიზაციის გაცემისათვის სათანადო პირობების მომზადების უზრუნველყოფა; ვ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის არსებული მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების მომზადება; ზ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადება; თ) სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისოდ დამკვიდრებული თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSIs) ანალიზი და მათ დანერგვაში მონაწილეობა; ი) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები