,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.109.016448
16
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010250040.35.109.016448
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 27 ივნისი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: 

 

ა) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს დებულების დამტკიცება, აღნიშნული საბჭოს ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;“;

 

ბ) მე-XVIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი XVIII

 მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე  მომუშავე მუნიციპალური საბჭო

მუხლი 149. საბჭოს შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ  ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს.

მუხლი 150. საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება

1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად  საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად  საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა; 

გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის  შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებებისა და რეკომედაციების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა;

ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის  უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;

ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება;

ი) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის  წარდგენა;

კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;

ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების უზრუნველსაყოფად   განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

2. საბჭოს უფლება აქვს:

ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინდადებები და რეკომენდაციები;

ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;

გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

დ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად. 

მუხლი 151. საბჭოს დებულება

ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა