დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე, ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, შენახვის, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016410 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, შენახვის, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
2.
ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. |
3.
ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ ადმინისტრაციული სმართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი დანართი №3-ის შესაბამისად. |
4.
ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. |
5.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების საგანი |
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი) ფორმის, შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. |
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“ .
2. მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები). |
მუხლი 3.
ოქმის ფორმის დამზადება |
1. ოქმის ფორმების მომარაგებას სამსახური ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. ოქმის ფორმა მზადდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს. |
მუხლი 4.
ოქმის ფორმის შენახვა და უფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა |
1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
2. ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება სამმართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ოქმის ფორმები სამსახურის უფლებამოსილ პირებზე გაიცემა მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ოქმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი. |
მუხლი 5.
ოქმის შევსება და მისი შინაარსი |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც მისი შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად და მასში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 4. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს ოქმში მიუთითოს შენიშვნების შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 5. ადმინისტრაცდიული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში. 6. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. |
მუხლი 6.
ოქმების აღრიცხვის ჟურნალი |
1. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში.
2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი წარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის. 3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის“ დირექტორის ხელმოწერით და სამსახურის გერბიანი ბეჭდით. 4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში. ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 6. კალენდარული წლის ბოლოს, ადმინისტრაციული სამართალდარღღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 7. ჟურნალი ინახება ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში“ და შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 8. ჟურნალის პირობების შენახვა უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 9. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
მუხლი 7.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა |
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო. ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
დანართი №2
|
ა(ა)იპ − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აო №000000
|
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
----- --------------------- 20-- წ. სთ ------- წ.-------- (ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის დრო)
ა(ა)იპ − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს __________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:______________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი): ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______________________________________________ ________________________________________________________________________ (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
სამართალდამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. მოწმე (თუ არის): 1.____________________________________________________ __________________________________ /_________________/ 2.____________________________________________________ __________________________________ /_________________/ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დაზარალებული (თუ არის): 1.________________________________________________ ____________________________ /_________________/ 2._________________________________________________ ____________________________ /_________________/ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: __________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო ოქმზე თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენელი: __________________________________ /_____________________/ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) (თარიღი) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ: ____________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ________________________________ /______________________/ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
ჩავიბარე ოქმი: __________________________________________________________________________ |(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
შენიშვნა: სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს მიუთითოს შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დამამზადებელი: დამკვეთი: ა(ა)იპ − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო სემგს-ს რეგისტრაციის №_____ |
დანართი №3
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
|
ა ქ ტ ი №
„___“ „___________“ 20___ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სამსახურის უფროსი: ----------------------- ----------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------- ------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები