დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.144.016469 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ა) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ე) ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სამუშაო ღონისძიებათა დაგემვა და დამტკიცება;“; ბ) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „14. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;“; დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ქ) განსაზღვრავს და ამტკიცებს ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები