„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 823-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.102730
823-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
240080000.05.001.102730
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) მე-5 მუხლის 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 40%-ზე მეტის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება.

72. ამ მუხლის 7​1 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N823-IIმს-XIმპ