„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 821-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.102683
821-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010240020.05.001.102683
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-13 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული მისი მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე).

5. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს (მოადგილეებს), აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N821-IIმს-XIმპ