„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 863-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.102732
863-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
010120000.05.001.102732
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე;“;

ბ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“.

2. მე-15 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. უცხოელი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის შესახებ დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისთვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“.

3. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 531 მუხლი:

„მუხლი 531. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმოს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, მათ შორის, კაფე, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმრო ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილი.“;

ბ) 641 მუხლი:

„მუხლი 641. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება

1. დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

2. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება დროებითი მოთავსების იზოლატორში.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N863-IIმს-XIმპ